სიახლები

26-10-2019 ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის "Xenon"-ის პირველი შეხვედრა

25.10.2019-ში შედგა კლუბის პირველი შეხვედრა. მოსწავლეები გაეცნენ ლაბორატორიაში უსაფრთხო მუშაობის წესებსა პირველადი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტებსა და მასალებს. თვიტონვე შეუსაბამეს დასახელებები ქიმიურ რეაქტივებზე არსებულ ეტიკეტებს. მათთვის ყველაზე საინტერესო ნაწილი აჭმოჩნდა ვულკანის მაგიდაზე ამოფრქვევა, შემდეგ მასწავლებელმა გააცნო მისი მოქმედების პრინციპი. დიდი გულმოდგენებით ელოდნენ კვერცხის მოხარშვას ჩაუმქრალი კირის წყალთან მოქმედიბის საშუალებით. ასევე თვითონ დაამზადეს ჭარხლის ექსტრაქტისგან ინდიკატორი და განსაზღვრეს საყოფაცხოვრებო მასალის არე: მჟავა, ტუტე, ნეიტრალური. ბოლოს დაგეგმეს შემდეგი შეხვედრა.

ნანახია 1560-ჯერ